ემზარ საბანაძემ ონში მიმდინარე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გრძელიშვილთან ერთად, ქალაქ ონში მიმდინარე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

სამუშაოებს შპს “ფირმა იმედი” ასრულებს და ღირებულება 143 777 ლარს შეადგენს. რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის სამუშაოების 30 ივლისს დასრულდება.

ამ დროისთვის სამუშაოები ხარისიხისა და ვადების დაცვით, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესი, მერის პირად კონტროლზეა აყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები