“ადამიანებმა, რომლებიც მერაბიშვილს პოლიტპატიმარს უწოდებენ, იციან, რომ მკვლელობა, ჯანმრთელობის შელახვა პოლიტიკურ პატიმრობას არ გულისხმობს”
ადამიანებმა, რომლებიც ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმარს უწოდებენ, იციან, რომ მკვლელობა, ადამიანის ღირსებისა და ჯანმრთელობის შელახვა არანაირ პოლიტიკურ პატიმრობას არ გულისხმობს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ადამიანებმა, რომლებიც მერაბიშვილს პოლიტპატიმარს უწოდებენ, იციან, რომ მკვლელობა, ადამიანის ღირსებისა და ჯანმრთელობის შელახვა არანაირ პოლიტიკურ პატიმრობას არ გულისხმობს. ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ვინმემ ერთი თემა და ერთი საკითხი დაასახელოს ან რომელიმე ანალოგი მოიგონოს, რომ ქვეყანაში, სადაც ძალისმიერად უპირისპირდები სახელმწიფოს და მით უმეტეს, ქვეყნის არევას ცდილობ, პოლიტიკურად დაცული ან გარანტირებული იყოს, რომ ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვს. თუ ასეთი შემთხვევები ოდესმე სადმე გაგიგონიათ, შემიძლია, ამასთან დაკავშირებით გავაკეთო დამატებითი კომენტარი”, – განაცხადა ვოლსკიმ.