მალხაზ მაჩალიკაშვილი: უკრაინაში სააკაშვილს და სხვებს შევხვდი

ამჟამად აღარ ვარ უკრაინაში თუმცა ვიყავი, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც შევხვდი და ყველა იმ პირსაც, ვისთან შეხვედრაც დაგეგმილი მქონდა, – ამის შესახებ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” “ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს პირად ტრაგედიაზე ესაუბრა.

„ამჟამად აღარ ვარ უკრაინაში თუმცა ვიყავი. მიხეილ სააკაშვილსაც შევხვდი და ყველა იმ პირსაც, ვისთან შეხვედრაც მქონდა დაგეგმილი. ნაცნობებთან ჩავედი და შევხვდი ყოფილ პრეზიდენტსაც. პოლიტიკაზე რა უნდა გვესაუბრა, ვისაუბრეთ ჩემს პირად ტრაგედიაზე, რა ხდებოდა, როგორ მოხდა და რატომ მოხდა. მე ვიყავი მიწვეული ტელევიზიაში და მეგობრების გარდა შევხვდი დიასპორას. სააკაშვილს რომ არ შევხვედროდი, იქიდან ისე არ წამოვიდოდი. ყველა საჭირო ადამიანს ვესაუბრე ჩემს პირად ცხოვრებაზე, დაჩაგრულ და განადგურებულ ცხოვრებაზე“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები