ონის მუნიციპალიტეტის მერმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დასაწყისში მერმა მერიის თანამშრომელთა პასუხისმგებლობაზე ხაზგასმით ისაუბრა , განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შემოსული კორესპოდენციების კონტროლსა და დროულ რეაგირებაზე.

სამსახურის უფროსებმა გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ ისაუბრეს და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს.

შეხვედრაზე “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, პროექტებზე მუშაობის ახალი ეტაპი დაიგეგმა, რომელიც შემსრულებელი მეწარმეების შერჩევას და სამუშაოების დაკონტრაქტებას მოიცავს.

მერის პირველი მოადგილის დიმიტრი საყვარელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში უნდა შეიქმნას მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას რეგულარულად გააკონტროლებს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ემზარ საბანაძის განცხადებით, მიმდინარე წელი გასულ წლებთან შედარებით, ბევრად საპასუხისმგებლო და დატვირთული იქნება, შესაბამისად, სასურველი შედეგის მისაღებად საჭიროა თითოეული სამსახურის და სამსახურში შემავალი თითოეული რგოლის მაქსიმალური მონდომება და საქმისადმი უღალატო მიდგომა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები