ილია მეორე: ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია, მე ვარ სამიზნედ

ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ, –  ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

„ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ. ღმერთი გვიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას, რომ გავუძლოთ. მე მადლობელი ვარ, რასაც თქვენ აკეთებთ მთაში. მთა ძლიერია”, – აღნიშნა ილია მეორემ.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) და ამ ეპარქიის წარმომადგენლები ეწვივნენ, მათ შორის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, თამაზ მეჭიაური, მწერლები ბესიკ ხარანაული და ტარიელ ხარხელაური და სხვანი.

სტუმრებმა მის უწმინდესობას მთაში მცხოვრებთა სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ მისი ლოცვა-კურთხევით გაერთიანებულ სათემო და საგვარეულო კავშირებს დიდი წვლილი შეაქვთ ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და სულიერების აღორძინებაში. საუბარი შეეხო თიანეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სიახლეებსაც.

ილია მეორემ სტუმრები დალოცა და იმედი გამოთქვა, რომ სირთულეების მიუხედავად მთა და საქართველო გაძლიერდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები