ამირან გამყრელიძე: შეწყდება თუ არა ირანთან პირდაპირი რეისები, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პრემიერის განკარგულებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო მიიღებს

შეწყდება თუ არა ირანთან პირდაპირი რეისები – ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის განკარგულებით შექმნილი სპეციალური საკოორდინაციო საბჭო მიიღებს,- ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება მისი მეზობელი ქვეყნებისთვის სერიოზული პრობლემაა.

„ირანში, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და მასთან ინტესნიური ტურისტული თუ ბიზნეს ურთიერთობა გვაქვს, ეპიდსიტუაცია უარესდება. ამიტომ შესაბამისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით არის შექმნილი, შესაბამის ღონისძიებებზე მსჯელობს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება მისი მეზობელი ქვეყნებისთვის სერიოზული პრობლემაა. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და შესაბამისად, საქართველოშიც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები