ამირან გამყრელიძე: ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირანის მოქალაქეებს მხოლოდ რესპირაციული ვირუსი აღენიშნებათ.

„გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს ირანის სამი მოქალაქე, ერთი ოჯახის წევრები. კლინიკაში შემოსვლისას დაფიქსირებული იყო ტემპერატურა. ირანში უარესდება ეპიდსიტუაცია კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, შესაბამისად, პაციენტებს ჩაუტარდათ ტესტი გრიპოზულ ინფექციაზე, პასუხები უარყოფითი იყო. შემდეგ ჩაუტარდათ კლინიკური კვლევები და დილას აუღეს ნაცხები კორონავირუსულ ინფექციაზე, ასევე მოლეკულური კვლევები სხვადასხვა რესპირაციულ ვირუსზე. სწორედ ნახევარი საათის წინ დასრულდა კვლევები – უარყოფითი პასუხი კორონავირუსულ ინფექციაზე. არის დადებითი მსუბუქად ადენოვირუსულ და რენოვირუსულ ინფექციაზე, ანუ რესპირაციულ ვირუსებზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ირანის მოქალაქე სამი პაციენტი, დედა და ორი შვილი თბილისის ინფექციურ საავამდყოფოში გუშინ შეიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები