ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის გარდა, სადაც არის „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ 27 დეპუტატი, პარლამენტში არის კიდევ 28 დეპუტატი, რომელთაც შეუძლიათ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიიღონ საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ისეთ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ყველასთვის, უფრო მეტისთვის იქნება მისაღები, – ამის შესახებ პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
„ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის გარდა, სადაც არის „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ 27 დეპუტატი, პარლამენტში არის კიდევ 28 დეპუტატი, რომელთაც შეუძლიათ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიიღონ საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ისეთ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ყველასთვის, უფრო მეტისთვის იქნება მისაღები. მოვუწოდე „ქართულ ოცნებას“, ასევე ყველა დეპუტატს, რომ არ ვიყოთ რომელიღაც ჯგუფის მძევლები, როდესაც არსებობს სხვა შესაძლებლობა. დღეს ბურთი არის „ოცნების“ მოედანზე. „ოცნება“ თუ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაელაპარაკება იმ 27 დეპუტატს და 28-ს არაფრად ჩააგდებს, მაშინ ეს იქნება „ოცნების“ პასუხისმგებლობა. თუ ქვეყნისთვის ეს უკეთესია, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ასევე, ძალიან არსებითად მიმაჩნია სტაბილურობისათვის, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარეშე არ იყოს სამართლებრივი დევნა და სასამართლო გადაწყვეტილებები მიღებული პოლიტიკური ფიგურების მიმართ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.