საქსტატი: სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 7.1%-ით გაიზარდა

2020 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.1 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 6.01 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა კვების პროდუქტებზე (11.4 პროცენტი);
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: დაფიქსირდა ფასების 20.8 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.30 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები