უკრაინის საგარეო უწყება: ვგმობთ საქართველოში რუსეთის ქმედებას, მოსკოვი აგრესიული ჰიბრიდული ომის საწარმოებლად საინფორმაციო ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებს

უკრაინა სოლიდარულია საქართველოსთან, საერთაშირისო თანამეგობრობასთან და გმობს რუსეთის ქმედებას. მოსკოვმა კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს უგულებელყოფს.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2019 წლის 28 ოქტომბერს “გრუ”-ს მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე, განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის კომენტირებისას აცხადებს.

“უკრაინა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უჭერს მხარს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 2015 წლიდან უკრაინის სტრატეგიული ეროვნული ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და სამთავრობო სტრუქტურების საიტებზე რუსეთის მხრიდან არაერთი ხაკერული თავდასხმა განხორციელდა. რუსეთი აგრესიული ჰიბრიდული ომის საწარმოებლად საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები