ნინო ბურჯანაძის პარტია ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი, ანზორ ბიწაძე ვანო მერაბიშვილთან პოლიტიკურ თანამშრომლობას გამორიცხავს.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური მომავალი მისივე გადასაწყვეტია.

“ჩვენი პარტია არ აპირებს თანამშრომლობას ვანო მერაბიშვილთან. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, ეს მისი გადასაწყვეტია და იმ პოლიტიკური პარტიის, რომელსაც ის შეუერთდება. ჩვენ არანაირი ინფორმაცია და არც მოსაზრება არ გვაქვს, თუ რას აპირებს ის ამასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

ყოფილმა პრემიერმა და ექს შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები