ირაკლი ღარიბაშვილი: ის თავად არის დამხობილი და მე არ მინდა დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო

ის რომ, კრიმინალი მერაბიშვილი, რომელიც ბინძური, გარყვნილი სისტემის შემქმნელია დამხობაზე საუბარს, ღიმილის მომგვრელია, ის თავად არის დამხობილი.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბოშვილის მიერ ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაკეთებული განცხადების შეფასებისას თქვა.

„მერაბიშვილის გამოსვლით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ის, რომ დღეს კიდევ ბედავს ეს კრიმინალი და ერთ-ერთის სახე ამ გარყვნილი, ბინძური სისტემის, რომელიც მათ შექმნეს, და წლების განმავლობაში მართავდნენ ასეთი დანაშაულებრივი რეჟიმით. დღეს, რომ ბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას, ეს არის ღიმილის მომგვრელი, ის თავად არის დამხობილი და მე არ მინდა დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები