ირაკლი სესიაშვილი: ვანო მერაბიშვილი ციხიდან არ გამოსულა და უკვე დამხობაზე გველაპარაკება, როგორც ჩანს, მათი სტილი არ იცვლება
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ხელისუფლების დამხობის შესახებ, ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა.
სესიაშვილის თქმით, საქართველოში მძიმე დანაშაულებების დრო დასრულდა.
“ბატონი მერაბიშვილი ციხიდან არ გამოსულა, რომ უკვე დამხობაზე გველაპარაკება, როგორც ჩანს, მათი სტილი არ იცვლება, როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ აურიონ სიტუაცია, როგორ დაუბრუნდნენ ძალადობას. ასეთ წარსულს ქართველი ხალხი არ დაუბრუნდება. გვამების მოთხოვნის, რუსთაველზე სისხლიანი ადამიანების დაყრის და სხვა მძიმე დანაშაულების დრო და ადგილი ამ ქვეყანაში დასრულდა”,- განაცხადა სესიაშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა და ექს შს მინისტრმა, ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა: “წლის ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ციხის კარი ყველა პოლიტპატიმრისთვის ფართოდ გაიღება“.