გორის მერიამ სოფელ ზერტის სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის ტენდერი გამოაცხადა
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ზერტის ერთ – ერთ უბანში, სადაც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის ტენდერი გამოაცხადა.
წინადადებების მიღება 3-დან 11 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის ღირებულება 449 415 – ლარს შეადგენს და ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს .
ტენდერის პირობების მიხედვით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს. დღემდე აღნიშნულ უბანში მცხოვრები ოჯახები სასმელ წყალს მეზობელი უბნებიდან ეზიდებიან. მალე ისინი წყალს საკუთარ ეზოებში ინდვიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებენ.