საპარლამენტო დელეგაციამ ნიდერლანდების სამეფოში დიასპორული საერთაშორისო პროექტის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საპარლამენტო დელეგაცია, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი ჭიჭინაძის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მერაბ ქვარაიას, შემადგენლობით, ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო პროექტის – „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის – სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში” გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის წევრები მიესალმნენ პროექტის მონაწილეებს და ისაუბრეს დიასპორის როლზე ქვეყნის განვითარებისა და უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ქართულ დიასპორაში კულტურულ-შემოქმედებითი და საგანმანათლებლო საქმიანობის მნიშვნელობაზე. ყურადღება გაამახვილეს ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებისა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

გახსნითი ღონისძიების ფარგლებში გალა კონცერტი და გამოფენა გაიმართა.

ღონისძიებაში, რომლის ორგანიზატორები ნიდერლანდებში არსებული „ქართული კულტურის ცენტრი” და ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” არიან, მონაწილეობა მიიღეს საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულეებმა და დიასპორულმა ორგანიზაციებმა.

გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები, სხვადასხვა ქვეყნის დიასპორული ორგანიზაციები და სტუმრები საქართველოდან: „German Voice”-ის გამარჯვებული ნათია თოდუა; ნიუ-იორკში არსებული პირველი ქართული კულტურის ცენტრის პედაგოგები და აღსაზრდელები, ბელგიის ანტვერპენის წმ. ნინოს ეკლესიასთან არსებული საბავშვო თეატრი – “ჩვენ დავბრუნდებით”; ბელგიის ქართული კულტურის ცენტრის კავკასიონის ანსამბლი – „მედეა”; ანსამბლი „რუსთავის” სოლისტები გიორგი კალმახელიძე და ნინო ჭყონია, ემიგრანტთა ბაღის “ფესვების” დამფუძნებელი, ლია ნაროუშვილი.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პარლამენტის წევრებმა შეხვედრები გამართეს პროექტში მონაწილე უცხოეთში მოქმედ ქართულ კულტურულ-შემოქმედებითი და საგანმანათლებლო წრეების, ფოლკლორული ანსაბლების წარმომადგენლებთან და დიასპორულ ახალგაზრდებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები