ზაზა ხუციშვილი: 100/50-ზე მოდელი 73/77-ს ჯობია, რა თქმა უნდა

100/50-ზე მოდელი 73/77-ს ჯობია, რა თქმა უნდა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა ხელისუფლების მიერ ოპონენტებისთვის შეთავაზებულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით “კვირას” განუცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, დიალოგს მხარს უჭერს.

“ჩემს პოზიციას აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ სრულ პროპორციულზე არ დაბრუნდება, გამორიცხულია, გაიარა ამ თემამ. 100/50-ზე მოდელი 73/77-ს ჯობია, რა თქმა უნდა, გარდამავალ პერიოდში რამდენად სწორია ამაზე შეთანხმდნენ ისინი, მთავარ ძალებად ვინც ითვლებიან, ვისაც რეალურად აქვთ პარლამენტში შესვლის შანსი. დიალოგის მომხრე ვარ. ან ალტერნატიული ვარიანტი უნდა შესთავაზონ, ასე არ გამოვა, მაშინ ჩაატარებენ 73/77, რაც ამაზე უარესია ნამდვილად,” – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

ხელისუფლებამ ოპონენტებს შერეულ საარჩევნო მოდელი 100/50 2019 წლის დეკემბერში შესთავაზა. ეს საარჩევნო მოდელი გულისხმობს პროპორციული წესით 100 დეპუტატის არჩევას, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.

იმ შემთხვევაში თუ პოზიციები არ შეიცვლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოქმედი მოდელით ჩატარდება: 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები