მარნეულში გადაუდებელი დახმარების ოთხი ახალი ცენტრი აშენდა, 5 ამბულატორია კი რეაბილიტირდა

ქალაქ მარნეულის, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულს, შაუმიანსა და ქუთლიარს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობები ექნება, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარით იქნება აღჭურვილი და მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის სერვისი მიიღონ.

პროექტის ფარგლებში, თითოეულ ცენტრში დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობა შეიქმნება.

როგორც “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა,  მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება . რამდენიმე სოფელში შენდება სამედიცინო დაწესებულებები.

” მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა და სხვა სოფლებში შენდება სამედიცინო დაწესებულებები, გარემონტდა და რეაბილიტირდა ამბულატორიები. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ქალაქ მარნეულის სასწრაფო, სამედიცინო დახმარების ცენტრის გახსნა”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტები მარნეულში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მუნიციპალიტეტთან ერთად განახორციელა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები