8 წლის თათული, გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად, ერთ დღეს ზესტაფონის მერის ამპლუაში გაატარებს

ზესტაფონელმა გოგონამ, 8 წლის თათული ხუჯაძემ გადაწყვიტა, მერს შეხვედროდა და მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი, თავად გიორგი გოგლიჩიძისგან მიეღო.
“ბავშვობიდან – ზესტაფონის მერობამდე” – პატარა თათული შეეცადა გაეგო, რთული იყო თუ არა გზა, რომელიც მერმა ბავშვობიდან დღემდე გაიარა. კითხვებთან ერთად სტუმარს, სურვილებიც ჰქონდა. მისი სურვილია, რომ ზესტაფონში ბავშვთა საავადმყოფო იყოს, ასევე მოეწყოს გასართობი სტუდია და მეტი გასართობი სივრცე პატარებისთვის.
საუბრის დასრულების შემდეგ, თათული ხუჯაძემ თქვა, რომ მერთან შეხვედრა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჟურნალისტობაზე ოცნებობს, და მისი პირველი რესპოდენტი საგანგებოდ შეარჩია.
ზესტაფონის მერმა, თათული ხუჯაძეს შესთავაზა, რომ კვირის ერთი დღე მასთან ერთად გატაროს და საკუთარი თვალით ნახოს, თუ როგორ ატარებს ერთ სამუშაო დღეს მერი და მისგან რჩევებიც მიიღოს. პატარა თათულის მერის შეთავაზება ძალიან მოეწონა.
გიორგი გოგლიჩიძემ თათულის საბავშვო წიგნებიც აჩუქა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები