წყალმომარაგების კომპანიამ, ქუთაისში, რამდენიმე ავარიული დაზიანების გამო წყლის მიწოდება დროებით შეწყვიტა
ქუთაისში, წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, ქალაქის 24 საათიან წყლის მიწოდებაზე გადასვლის მიზნით, ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს, რა დროსაც მოხდა რამდენიმე ავარიული დაზიანება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია. აქედან გამომდინარე, კომპანიამ წყლის მიწოდება დროებით შეწყვიტა.
ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს ქუთაისის სერვისცენტრის ტექნიკური ჯგუფი და კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოების დასრულებისთანავე, დღის მეორე ნახევრიდან წყალმომარაგება აღდგება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მომხარებელს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.