დუშეთში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, მრავალპროფილური უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდება.

აქცია 22 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში ქვეყნის სხვადასხვა წამყვანი კლინიკებიდან 24 ექიმი (კარდიოლოგი, ნევროლოგი, თერაპევტი, ოკულისტი, ქირურგი, რევმატოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ონკოლოგი;) მიიღებს.

კვლევები მოიცავს კარდიოგრამას და ექოსკოპიასაც.

ბენეფიციარების მიღება 10:00 საათიდან დაიწყება დუშეთში, დ.აღმაშენებლის ქ. N72; დუშეთის ”ჯეო-ჰოსპიტალში”.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც, უწყების ბენეფიციარებს წინასწარ მიეწოდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები