ირაკლი ლექვინაძე: კონკურენციის სააგენტო დემპინგის ფაქტებზე ვერ რეაგირებს, მიზეზი კანონმდებლობაა
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქართველოს ბაზარზე დემპინგი ჯერ კიდევ პრობლემაა, თუმცა ამაზე კონკურენციის სააგენტო ისევ ვერ რეაგირებს და ამის მიზეზი არსებული კანონმდებლობაა.
ლექვინაძის განმარტებით, პარლამენტში ინიცირებულია ანტიდემპინგური კანონპროექტი და სააგენტოს მხოლოდ მისი მიღების შემდეგ ექნება გარკვეული მოქმედებების საშუალება.
„საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ და დღევანდელი კომპეტენციები, რომელიც გააჩნია კონკურენციის სააგენტოს, არ მოიცავს დემპინგის საკითხის კვლევას. როგორც იცით, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის აღსრულების ნაწილი ექნება კონკურენციის სააგენტოს და მომავალში თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, ჩვენ გარკვეული მოქმედებების საშუალება გვექნება”, – განაცხადა ლექვინაძემ.