კახა კალაძე: მზად ვართ, ცალკეულ პარტიებთან შეხვედრები გავმართოთ და საარჩევნო სისტემაზე ვიმსჯელოთ
მზად ვართ, შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს გავმართოთ შეხვედრები და საარჩევნო სისტემაზე ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ შეთანხმება არ მოხდება, არჩევნები არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.
„დიალოგი არის მნიშვნელოვანი. მივესალმები ასევე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ასევე საუბარი იყო პროცენტულ ბარიერზე, ეს ყველაფერი არის სამსჯელო და ყველაფრის განხილვა უნდა მოხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მმართველი გუნდი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და იმსჯელოს მომავალ საარჩევნო სისტემაზე. შეთანხმება თუ ვერ მოხდება, არჩევნები ჩატარდება არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, შერეული საარჩევნო სისტემით“, – განაცხადა კახა კალაძემ.