თელავის მუნიციპალიტეტში მერსედის მარკის ავტომობილი დაიწვა. შემთხვევა სოფელ კისისხევში, იმ დროს მოხდა,როცა მსუბუქი ავტომობილი გურჯაანის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა აალებული ამანქანიდან გადასვლა მოასწრო. ხანძრის შედეგად, მანქანა მთლიანად დაიწვა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.