გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ ყარაჯალაში კაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მანქანაში დაწვეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, მათ გასროლის ხმა გაიგეს.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც, “რეგიონულ კვირას” შს სამინსიტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.