გიორგი მარგველაშვილი: მრგვალი მაგიდა, რომელიც “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია, პოლიტიკური პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის მრგვალი მაგიდა, რომელიც “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია, პოლიტიკური პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

მისივე თქმით, მან პოლიტიკურ კონტექსტში მუშაობა უკვე დაიწყო.

“პოლიტიკურ კონტექსტში მუშაობა დავიწყე. კონსულტაცია მქონდა ჩემს გუნდთან. პოლიტიკური პროცესის მთავარი მამოძრავებელი დღეს არის ის პოლიტიკური გაერთიანება, პოლიტიკური მრგვალი მაგიდა, სადაც ყველა ოპოზიციური პარტია ზის, იმასთან არის საჭირო დღეს მუშაობა და იმათი გაძლიერება. მე კვირიკაშვილს დავურეკავ თუ ალასანია “მესიჯს” გამომიგზავნის თუ “ლელოს” ცალკე შევხვდები ეს არის ამის სხვა ნაწილი. მთავარი პოლიტიკური ვექტორის განსაზღვრაა, ის მრგვალი მაგიდა “ლეიბორისტების” ოფისში დღეს არის მთავარი მამოძრავებელი პოლიტიკური პროცესის. ჩემი კეთილმოწყობის საკითხებს, პარტია მექნება, ვის პირადად შევხვდები ეს არის სხვა დეტალები, რომლებსაც ნელ-ნელა ან გავაცნობ საზოგადოებას ან არა”,- განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები