მამუკა მდინარაძე: მარგველაშვილი დემოკრატიასთან დაკავშირებით სააკაშვილის ხედვით დაინტერესდა, ჩემთვის წითელი ხაზები ამ დროს იკვეთება

გიორგი მარგველაშვილის განცხადებიდან ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი ერთი ფრაზა იყო, როდესაც ის დემოკრატიასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ხედვით დაინტერესდა, ჩემთვის წითელი ხაზები ამ დროს იკვეთება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ყველა პოლიტიკოსს, რომელსაც პოლიტიკაში დაბრუნება სურს, საზოგადოებამ უნდა მოსთხოვოს მკვეთრი პასუხი, ემიჯნებიან თუ არა “ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს.

„საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქემ დემოკრატიასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა წარსულს ჩააბარა და წარსულში დაბრუნება არავის უნდა. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს და გააქტიურდება, არავინ დაბრუნებულა, ის ადამიანები ყოველთვის პოლიტიკაში იყვნენ, ვინც დღეს აქტიურდებიან და ახალი ეტაპის დაწყებას გვიანონსებენ, ჩვენ და საზოგადოებამ ყველას უნდა მოვთხოვოთ პასუხი იმასთან დაკავშირებით, ემიჯნებიან თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, წარსულს და პირადად მიხეილ სააკაშვილს. ეს იქნება უკვე გამყოფი ხაზიც, წყალგამყოფიც, წითელი ხაზიც და ინდიკატორიც, ყველაზე კარგი საშუალება იმის შესაფასებლად, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე აპირებენ გააქტიურებას ეს ადამიანები“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები