გიორგი გაჩეჩილაძე: ჩვენ რა ვქნათ? მათ მიერ მოკლული, გაუპატიურებული, დაჩაგრული ადამიანების სურათებით ვიაროთ?

“ჩვენ რა ვქნათ? მათ მიერ მოკლული, გაუპატიურებული, დაჩაგრული ადამიანების სურათებით ვიაროთ?” – ასე გამოეხმაურა „მწვანეთა პარტიის” ლიდერი გია გაჩეჩილაძე ინციდენტს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას მისვლამ გამოიწვია.

„რაც ახლა ხდება „ნაციონალური მოძრაობის”, აი, ამ მჩხავანა ადამიანების მხრიდან – ეს არის ამაზრზენი, გულისამრევი.

ჩვენ რა ვქნათ? მათ მიერ მოკლული, გაუპატიურებული, დაჩაგრული ადამიანების სურათებით ვიაროთ? რომ გავახსენოთ საზოგადოებასაც და მათაც, რა აქვთ ჩადენილი? მე ახლა, წესით, ჩემი მეგობრის, იური ვაზაგაშვილის სურათით უნდა მოვსულიყავი, რომელიც მათ შვილის საფლავზე ააფეთქეს, რის გამოც დაპატიმრებულია მათი კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე”, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები