საფრანგეთში რუსი მხატვარი დააკავეს, რომელმაც ფრანგი პოლიტიკოსის ინტიმური ვიდეო გაავრცელა – ბენჟამენ გრივომ მერის არჩევნებზე კანდიდატურა მოხსნა

რუსი მხატვარი პეტრე პავლენსკი და მისი მეგობარი ქალი, პარიზში გამოძიების ფარგლებში დააკავეს. პავლენსკიმ სოციალურ ქსელში ფრანგი პოლიტიკოსის ბენჟამენ გრივოს ინტიმური ვიდეო გაავრცელა.

მერობის კანდიდატის ბენჟამინ გრივოს მონაწილეობით ვიდეო გასულ კვირას გავრცელდა. პავლენკის მტკიცებით, ჩანაწერი მას გრივოს საყვარელმა გადასცა. ჩანაწერის გავრცელებით კი, პავლენსის თქმით, მას სურდა გრივოს „სიყალბე გაესაჯაროვებინა, რომელიც ოჯახური ფასეულობების პროპაგანდით გამოირჩევა“.

პავლენკსი და მისი მეგობარი სხვის ცხოვრებაში ჩარევისთვის და სექსუალური შინაარსის ვიდეოს ნებართვის გარეშე გავრცელებისთვის დააკავეს.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გრივო პოლიციას სარჩელით მიმართა.

საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, პოლიციას უფლება აქვს პავლენსკი და მისი მეგობარი მხოლოდ 48 საათით დააკავოს, ვადა დღეს საღამოს იწურება.

პარიზში რუსეთის საკონსულოში განაცხადეს, რომ საელჩოს პეტრე პავლენსკისთან არანაირი კონტაქტი არ აქვს, თუმცა „საკონსულოსთვის დახმარებისთვის მიმართვის შემთხვევაში, აუცილებლად ექნებათ“.

პავლენსკიმ საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი 2017 წელს მიიღო, ასეთ შემთხვევაში ადამიანებს საელჩოსთან კავშირი არ აქვთ.

რაც შეეხება ბენჟამინ გრივოს, ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მან მერის არჩევნებზე, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები