რატი იონათამიშვილი: ირაკლი შოთაძის სახელი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან

პროკურატურა მართული წინა ხელისუფლების პირობებში იყო, როცა მთავრობას ექვემდებარებოდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ირაკლი შოთაძის სახელი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან, მისი მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით იყო ეფექტური.

„ირაკლი შოთაძის სახელი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან, მისი მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით იყო ეფექტური. თუ ვინმე ეწინააღმდეგებოდა, ისინი იყვნენ, ვინც ქართველ ხალხს სამართლიანობა წაართვა. პროკურატურა მართული წინა ხელისუფლების პირობებში იყო, როცა მთავრობას ექვემდებარებოდა. რეფორმის შედეგად გენერალური პროკურორის ინსტიტუტს განსაკუთრებული დამოუკიდებლობა მიენიჭა და ნებისმიერი პროცესი, რომ ეს საპირისპიროდ წარმოაჩინონ, პოლიტიკური და პარტიული მიზნებით არის გამოწვეული, რაც ოპოზიციას გააჩნია“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ეყაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები