ხულოში გზების წმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ხულოში გზების გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტში დილიდან 21 ერთეული თოვლმწმენდი მძიმე ტექნიკა მუშაობს. იწმინდება როგორც სოფლის ცენტრებთან მისასვლელი, ასევე შიდა საუბნო გზები.

სამუშაო პროცესს, სხვადასხვა ლოკაციაზე, უშუალოდ ხელმძღვანელი პირები უწევენ მონიტორინგს და არსებულ სიტუაციას ადგილზე ეცნობიან. ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, მუხრან კაკაბაძესთან ერთად ტუნაძეები, ქურდული, ახალი უბნის დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები მოინახულა.

თოვლის წმენდის სამუშაო პროცესი გვიან საღამომდე გაგრძელდება და დილიდან განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები