ხულოში გზების წმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ხულოში საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

დილიდან,  მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე, 19 ერთეული თოვლმწმენდი ტექნიკა მუშაობს.

ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილე ასლან შაინიძესთან ერთად, სხალთაში, ირემაძეებსა და ღორჯომში მიმდინარე სამუშაობს გაეცნო და თოვლის წმენდის პროცესს დაესწრო.

გზების წმენდის სამუშაოები გვიან საღამომდე გაგრძელდება და დილიდან განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები