რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა, არიან დაღუპულები
რუსეთში იამალ-ნენთას ავტონომიურ ოლქში, რუსული ვეეტმფრენი მი-8 ჩამოვარდა, რომლის შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციათა რეგიონულ სამმართველოში განაცხადეს, რომ ბორტზე სულ 7 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.
მომხდარის მიზეზად, სავარაუდოდ, სახელდება პილოტის შეცდომა, ტექნიკური გაუმართაობა, ამინდის ცუდი პირობები.
გამოძიება დაწყებულია.