ონის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ონელ სტუდენტებს შეხვდნენ

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად, ონელ სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრას მერის მოადგილე ეკა მაისურაძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ჩაგელიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ემზარ საბანაძემ მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში ახალგაზრდებთან მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან სტუდენტებს გასულ წლებში მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე ესაუბრა და 2020 წელში განსახორციელებელი პრიორიტეტული საკითხები გააცნო.

ემზარ საბანაძის განცხადებით, თითოეული პროექტი განსაზღვრული და გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მიმზიდველი და ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, რათა ქალაქში წასულ თითოეულ ახალგაზრდას მიეცეს შანსი და უკან დაბრუნების, ასევე საკუთარი ცოდნის მშობლიური ქალაქისთვის გამოყენების სურვილი გაუჩნდეს.

საკრებულოს თავმჯდომარის შუქურა ჯაფარიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის უკან დაბრუნება და მათი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება ქალაქის წინსვლის და განვითარების საქმეში.

სტუდენტებმა მუნიციპალიტეტის განვითარებასთნ დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარმოადგინეს.
მერიის განათლების,კულტურის,სპორტის,ახალგაზრდობის საქმეთა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა კონკურსი დაანონსა,რომლის შედეგადაც გამოვლენილი სამი ახალგაზრდული პროექტი 2021 წელში ონის მუნიციპალიტეტი მერიის მიერ იქნება დაფინანსებული.კონკურსის პირობები დაწვრილებით განთავსდება მერიისა და შესაბამის სამსახურის ვებ.გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები