ხულოში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია

ხულოში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია. შესაბამისი სამსახურის ინფორმაციით, მალე ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობისათვის სრულად აღდგება.

ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდის პროცესი როგორც ცენტრალურ, ასევე, სოფლის ცენტრებთან დამაკავშირებელ გზებზე. თოვლის წმენდის პროცესს 24 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს.

თოვლის საფარი დაბა ხულოში ერთი მეტრია, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში ორ მეტრამდე აღწევს.

მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სახელმწიფო სტრუქტურული ერთეული საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა დიდთოვლობის მიერ გამოწვეული პრობლემები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები