კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 1380-მდე გაიზარდა, 6723 პაციენტი გაწერილია

ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსს 1380 ადამიანი ემსხვერპლა, 63,8 ათასზე მეტი დაავადებულია, თუმცა ვირუსის დამარცხება 6723 პაციენტმა შეძლო, რომლებიც კლინიკებიდან უკვე გაწერეს. 10204 ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 121 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.

178 ადამიანი, რომლებიც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ, დაკვირვების ქვეშ არიან.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ, COVID-19-ით 505 ადამიანია დაინფიცირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები