კასპის მერიამ აფხაზეთის ომში დაღუპული ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია დააწესა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ აფხაზეთის ომში დაღუპული ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია დააწესა.
როგორც “რეგიონულ კვირას” კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს , სტიპენდიას ნახევარი სემესტრის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს.
“სტიპენდია, წინა სასწავლო სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე, ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში გაიცემა. აღნიშნული სტიპენდიის ობიექტურად განაწილების მიზნით, მერის ბრძანებით იქმნება სტიპენდიის გამანაწილებელი სამუშაო ჯგუფი. შეფასებას ექვემდებარება ის საგნები, რომლებშიც სტუდენტს მიღებული აქვს 91-100 ქულამდე. სტუდენტი შეფასდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ საგნებში მიღებული ქულების შეკრებით და საშუალო არითმეტიკულის გამოყვანით, აღნიშნული პრინციპის მიხედვით, რომელ სტუდენტსაც ექნება უმაღლესი ქულა, მას დაენიშნება სტიპენდია სტიპენდია გაიცემა შესაბამისი სასწავლო სემესტრის განმავლობაში კერძოდ: მარტი-აგვისტო, სექტემბერი-თებერვალი, თითოეულ სტუდენტზე თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.სტიპენდიის მისაღებად საბუთების წარდგენის ვადები. სტუდენტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ კასპის მუნიციპალიტეტში მერიაში, 15 თებერვლიდან – 01 მარტის ჩათვლით ან/და 15 ივლისიდან – 01 სექტემბრის ჩათვლით”,- განაცხადეს კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში