ნინო წილოსანი წყალტუბოში ბიოსაწვავის მწარმოებელ ქარხანაში ბრიკეტის წარმოებას გაეცნო
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი წყალტუბოში ბრიკეტის მწარმოებელ კომპანია ,,კერას” ესტუმრა და საწარმოო პროცესს უშუალოდ გაეცნო. დეპუტატი ბრიკეტის წარმოების პროცესს და სამტრედიის მე-6 საჯარო სკოლაში, რომელიც ბრიკეტის ერთ-ერთი სტაბილური მომხმარებელია, პროდუქტის გამოყენების პრაქტიკას უშუალოდ გაეცნო.
ვიზიტი მიზნად კანონმდებლებსა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის და ცოდნის გაზიარებას ისახავს.
ცნობისთვის, კომპანი “კერა” ოთხი წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს, როგორც გათბობის ალტერნატიული ბიოსაწვავის მწარმოებელი კომპანია. ის მოსახლეობას ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟს პიროლიზური ქვაბებით სთავაზობს, რაც შენობის ბიოსაწვავით გათბობას და თბოეფექტურობის ამაღლებას უზრუნველყოფს.