აბაშაში უბედურ შემთხვევას შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში მომხდარ უბედურ შემთხვევას შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი საკუთარ ეზოში ხეს ჭრიდა.

დაშავებული მამაკაცი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები