მამუკა ხაზარაძე გორელებს ორ ციხეს შორის საბაგიროს გაკეთებას დაპირდა, მაშინ როცა გორში მხოლოდ ერთი ციხეა (ვიდეო)

მამუკა ხაზარაძე გორელებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ტურიზმის განვითარებასა და “ორ ციხეს შორის დამაკავშირებლი საბაგიროს” გახსნას დაპირდა, მაშინ, როდესაც, ისტორიულად, გორში მხოლოდ ერთი – „გორის ციხე“ არსებობს. ხაზარაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტისთვის 3 მილიონი ევროა საჭირო. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ გორში “ლელოს” რეგიონული ოფისის გახსნაზე განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, გორში ჩასული დამთვარიელებელი “გორის ციხიდან“, არა მეორე სამხედრო დანიშნულების ნაგებობაზე, არამედ მე-8 საუკუნის  წმინდა გიორგის სახელობის “გორიჯვრის” ეკლესიაში აღმოჩნდება.

„ავედით გორიჯვარზე, გადმოვიხედეთ. აქაც გორისციხეა. აუცილებელია ეს ორი ციხე დაკავშირდეს საბაგირო გზით. ეს არაა დიდი ინვესტიცია, ესაა დაახლოებით სამი მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიცია. ეს პროექტი, პრაქტიკურად, შეცვლის გორის ტურისტულ ინფრასტრუქტურას. თუ ამას დავამატებთ ჩვენს ახალ მუზეუმს რომელიმე სადგურთან, რომელიც ერთ ციხეს დააკავშირებს მეორესთან, მაშინ ჩვენ მივიღებთ ასეთ რამეს – ადამიანები აქ ჩამოვლენ არა სტალინის მუზეუმის სანახავად, არამედ ნახავენ ორ ციხეს“, –  განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები