უკრაინაში გრიპს, ერთ კვირაში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
გასული ერთი კვირის განმავლობაში, უკრაინაში გრიპს რვა ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაავადებულთა რიცხვი 283,6 ათას ადამიანს შეადგენს, მათგან 65%-ზე მეტი ბავშვია.
უწყებაში ასევე განმარტეს, რომ ეპიდემიური სეზონის დაწყებიდან, გრიპით გამოწვეული გართულებებისგან უკრაინის 26 მოქალაქი გარდაიცვალა, არც ერთ მათგანს დაავადების საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ ჰქონია.