ავსტრალიაში ტყის მასშტაბური ხანძრები ლოკალიზებულია (ფოტოკოლაჟი)

ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში, ტყის მასშტაბური ხანძრების ლოკალიზება მოხერხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სახანძრო სამსახური ავრცელებს.

თებერვლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძრის კერების რაოდენობა, წვიმების შედეგად, სამჯერ შემცირდა.

ავსტრალიაში ტყის ხანძრები 2019 წლის სექტემბრიდან მძვინვარებდა.

სტიქიის შედეგად განადგურებულია მიწის მილიონობით ჰექტარი, დაღუპულია 27 ადამიანი, 2 ათასზე მეტი სახლი დაიწვა.

სიდნეის უნივერსიტეტის შეფასებით, ხანძარს მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები