ნინოწმინდის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია. გადაადგილება შეზღუდულია ეშტიას, უჩმანას, თორიასა და ჟდანოვაკანის მიმართულებით.
გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, პარალელურად მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდასა და ახალქალაქში მომდევნო ორი დღის განმავლობაში ქარბუქი და თოვლია მოსალოდნელი.