დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარას ელექტროენერგია არ მიეწოდება – შეწყვეტილია სასწავლო პროცესიც
მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. დიდთოვლობის გამო ხულოს, ქედისა და შუახევის უმეტეს სოფლებს ელექტრო-ენერგია ამ დროისათვის არ მიეწოდება. შეზღუდულია გადაადგილებაც.
“ენერგო-პრო ჯორგიას“ ინფორმაციით, დაწყებულია ელექტრო-ენერგიის აღდგენითი სამუშაოები. იწმინდება ცენტრალური გზაც.
გარდა ამისა, უხვი ნალექის გამო, სასწავლო პროცესი შეწყდა სამივე მუნიციპალიტეტში. ხულოს, შუახევისა და ქედის ყველა სკოლებში პროცესის შეწყვეტა ოფიციალურად გამოცხადდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ,,რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, რომ სასწავლო პროცესი ერთი დღით შეწყდა, რომელიც შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.