ევრონესტის ვიცე-პრეზიდენტი: ევროპარლამენტარებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში, გამართონ შეხვედრები ყველა მხარესთან, გაეცნონ მასალებს

ევრონესტის ვიცე-პრეზიდენტი, კრისტიან ტერეში “ქართული ოცნების” იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად ევროპარლამენტის წარმომადგენლებს საქართველოში ჩამოსვლა პირადად შესთავაზეს.

ტერეშის განმარტებით, ევროპარლამენტს უგულავას საქმის მასალებში ჩახედვის უფლებამოსილება არ აქვს.

“ეს არის ახალი ინიციატივა. ინიციატივა არაჩვეულებრივია. მისია მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის. ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტებს მივესალმები. ევროპარლამენტარები ნახავენ ადგილზე რა ხდება და შეხვედრებს გამართავენ. ერთი მხარე ერთს ამბობს და მეორე სხვას. ძალიან მნიშვნელოვანია მივცეთ ევროპარლამენტარებს შესაძლებლობა, როგორც დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა ნახონ ადგილზე ყველაფერი. ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ დაკომპლექტება ეს მისია და ვინ შევა მასში. თუ შესაძლებლობა იქნება მე დიდი სიამოვნებით შევუერთდე მათ. რაც შეეხება უგულავას კონკრეტულ საქმეს, ევროპარლამენტს არ აქვს უფლებამოსილება ჩაიხედოს საქმის მასალებში, ეს ქართული მართლმსაჯულების საქმეა. ევროპარლამენტარებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში, გამართონ შეხვედრები ყველა მხარესთან, გაეცნონ მასალებს და თუ ნახავენ პრობლემურ საკითხებს გამოთქვან შეშფოთება და თუ ვერ იპოვიან ამასაც აღნიშნავენ”, – განაცხადა ევრონესტის ვიცე-პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები