დავით ბაქრაძე გიგი უგულავას საქმის შესასწავლად ევროპარლამენტარების მისიის ჩამოსვლის აზრს ვერ ხედავს

“ცოტა უსარგებლო წინადადებაა. რაც არ უნდა თქვან ევროპარლამენტარებმა, უზენაესის განაჩენი არ გადაიხედება”, – ეს განცხადება ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, გიგი უგულავას საქმეზე ასეთი ნაბიჯები გამოძიების პროცესში უნდა გადადგმულიყო და არა ახლა, როდესაც ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ციხეშია.

“გამჭვირვალობისკენ ნაბიჯი უნდა გადადგა მანამ, სანამ ადამიანს ციხეში გაუშვებ და არა იმის შემდეგ, როცა ადამიანს უზენაესის განაჩენით გაუშვებ ციხეში. ახლა რომ ჩამოვიდეს კომისია და თქვას, გიგი უგულავა უსამართლოდ არის დაჭერილი? უზენაესის განაჩენი არის უზენაესი – განაჩენი არ გადაიხედება, არ იცვლება, არ საჩივრდება. რა ვქნათ? ჩამოვიდეს ხვალ ევროპარლამენტის დელეგაცია და თქვას უგულავა უსამართლოდ არის დაჭერილი, იდეის ავტორებს ვეკითხები, რას იზამთ? ცოტა უსარგებლო წინადადებაა, ვინაიდან ეს უნდა იყოს პროცესში და არა განაჩენის შემდეგ. ეს რომ იყოს პირველი ან მეორე ინსტანცია გავიგებდი, მაგრამ უზენაესის განაჩენია და რაც არ უნდა თქვას ევროპარლამენტმა, იგი აღარ გადაიხედება”,- განაცხადა დავთ ბაქრაძემ.

​შეგახსენებთ, კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ უგულავას საქმის შესასწავლად ევროპარლამენტის წარმომადგენლებს საქართველოში ჩამოსვლა პირადად შესთავაზეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები