რუსეთის დეზინფორმაციასთან ბრძოლა – Facebook-მა რუსული ჯგუფური ქსელის ათობით ექაუნთი გააუქმა
Facebook-მა საკუთარი ქსელიდან, ასევე Instagram-დან „სამი ქსელი“ წაშალა, რომლებიც რუსეთიდან, ირანიდან და მიანმარიდან იმართებოდნენ. ამის მიზეზი სერვისის წესების დარღვევაა, რომელიც უცხო ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევას გულისხმობს.
ამის შესახებ ინფორმაცია კორპორაციის საიტზე განთავსდა.
„დღეს ფეისბუკში 78 ექაუნთი, 11 გვერდი და 29 ჯგუფი გავაუქმეთ, ასევე 4 ექაუნთი ინსტაგრამზე, უცხო ქვეყნის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ქმედებისთვის, რომელიც ჩვენს წესებს ეწინააღმდეგება. აღნიშნული საქმიანობა სათავეს იღებს რუსეთში, და ძირითად უკრაინასა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყო მიმართული“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, კომპანიამ 6 ფეისბუქ ექაუნთი და 5 ინსტაგრამ ექაუნთი გააუქმა, რომელიც სათავეს ირანში იღებდა და ძირითადად აშშ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული.
კომპანიამ საკუთარი წესების დარღვევისთვის ასევე მიანმარიდან და ვიეტნამიდან მართული 13 ექაუნთი და ფეისბუქის 10 გვერდი გააუქმა.