საქართველოს ელჩმა მალაიზიის პარლამენტის სპიკერთან ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა განიხილა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ მალაიზიის პარლამენტის სპიკერთან, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფთან შეხვედრა გამართა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა და რიგ სფეროებში, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
მალაიზიურ მხარეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ მიეწოდა ინფორმაცია.
ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებსა და არსებულ გამოწვევებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.