გიგი უგულავას ადვოკატი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას “ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში” გაასაჩივრებს

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია “ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში” გაასაჩივრებს.
ბასილაიამ ე.წ. მატროსოვის ციხეში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მოინახულა და აღნიშნა, რომ უგულავას საქმეს “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს” მიერ, შესაბამისი სამართლებრივი შეფასებები მიეცემა.
„გიგი არის ძალიან მხნედ და ის უმსგავსობა, რაც თადუმაძემ, გაბინაშვილმა, შავლიაშვილმა, ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმულმა ჯამბაზებმა ჩაიდინეს, ამას აუცილებლად მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასებები “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს” მიერ. აღნიშნული საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდება. ეს უსამართლო გადაწყვეტილება დიდხანს ვერ იქნება ძალაში, რადგან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვფიქრობ, სამართლებრივად არც ისე შორეულ მომავალში გაეცემა შესაბამისი პასუხი”,- განაცხადა ბასილაიამ.
​შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გუშინ, გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები