რუსთავში 63 წლის კაცს ეძებენ

რუსთავში 63 წლის კაცს ეძებენ. დაკარგული გრიგორი სოლოვიოვი სახლიდან 4 თებერვლის საღამოს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ბოლოს ის სავარაუდოდ, მშვიდობის #7 გაჩერებასთან ნახეს.

ოჯახის განცადებით,  მამაკაცი საქართველოს რკინიგზაში მუშაობს .

როგორც  “რეგიონულ კვირას ” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები