კახა კალაძე: თუ ადამიანი დანაშაულს ჩადის, მას უნდა მოჰყვეს რეაგირება და პოლიტიკოსის სტატუსი ამ ყველაფერს ვერ შეაჩერებს

თბილისის მერი, კახა კალაძე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა.

​კალაძის თქმით, თუ ადამიანი დანაშაულს ჩადის, მას უნდა მოჰყვეს რეაგირება და პოლიტიკოსის სტატუსი ამ ყველაფერს ვერ შეაჩერებს.

“ყველა უნდა ჩამოვყალიბდეთ და ერთ რამეზე შევთანხმდეთ, თუ გვინდა ჩვენი ქვეყნის განვითარება, წინსვლა, თუ ადამიანი ჩადის დანაშაულს, მას უნდა მოჰყვეს რეაგირება და პოლიტიკოსის სტატუსი ვერ შეაჩერებს ამ ყველაფერს. არ უნდა მოვახდინოთ თემის პოლიტიზირება”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გუშინ, გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები